„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-01
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.038.016290
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №35

2014 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №166 ბრძანებაში (სსმ, 010240030.22.038.016190, 08/07/2013) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,“.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს თანდართული დებულება.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) ადმინისტრაციული სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო) დანიშნულებას, სტრუქტურას, ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე

კრებსითი — სრული ვერსია