„სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების საკითხის მოგვარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის №835 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
771
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების საკითხის მოგვარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის №835 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 771

2010 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„ სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების საკითხის მოგვარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის № 835 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების საკითხის მოგვარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის № 835 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი მიწის ნაკვეთების ამომწურავი ჩამონათვალის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება;“ .

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქ. თბილისის მერის თხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ამ განკარგულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემა ამავე განკარგულებით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გატარების მიზნით.“.

პრემიერ-მინისტრი                                        ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია