|
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-19 მუხლის:
1. პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.“ 2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი „4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „გ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“ 3. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 ქვეპუნქტი: „ა1) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|