„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
246
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2014-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-06
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.123.016198
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №246

2014 წლის 26 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 03.11.2010, 010260020.35.123.016004/ და მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, ადგილობრივ და ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აუქციონის ჩატარებამდე, არანაკლებ, 15 კალენდარული დღით ადრე.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე

კრებსითი — სრული ვერსია