„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
247
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2014-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-06
სარეგისტრაციო კოდი
040190000.35.123.016199
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №247

2014 წლის 26 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №37 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 20.09.2010, 040190000.35.123.000749/ და მე–2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამყიდველი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებისა და გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის გამოქვეყნებას ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება“.

„5. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია გამოაქვეყნოს  ადგილობრივ და  ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამ მუხლის მე–3 პუნქტში გათვალისწინებული ვადების დაცვით“.
 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე

კრებსითი — სრული ვერსია