საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 664
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„ 2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „ 2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის №11 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. 2009 წლის სექტემბერში ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული მუდმივად მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების აღდგენა-რეაბილიტაციის, საპროექტო-საძიებო, ექსპერტიზისა და საზედამხედველო სამუშაოების განსახორციელებლად „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური