,, მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის № 55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
58
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-23
სარეგისტრაციო კოდი
100040000.22.038.016313
,, მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის № 55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №58

2014 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

,, მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის № 55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის  2011 წლის 5 აპრილის № 55 ბრძანებაში (სსმ, 100040000.22.038.016040,11/04/2011) შევიდეს  შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,1.  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულებები) ადმინისტრაციების მეშვეობით უზრუნველყოფს ვიდეოპაემნის უფლებით მოსარგებლე მსჯავრდებულებისათვის შესაბამისი საკომუნიკაციო და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტების მოწყობას დაწესებულებებში.“;

ბ)  მე-3 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაწესებულება გადასულია განსაკუთრებულ რეჟიმზე, მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის გამართვის თარიღსა და დროს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო, რასაც განმცხადებელს ატყობინებს წერილობით ან სხვა ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო საშუალებით.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია