საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 603
2010 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით დამტკიცებულ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაამატოს ორგანიზაციული კოდი „ 25 05 04 15 _ რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II “ და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური