ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 169
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის № 1041 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის № 1041 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
გ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია;
გ.ბ) ტროტუარებისა და გზის კედლების აღდგენა-მოწყობა;
გ.გ) საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაცია;“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური