ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 165
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის № 57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის № 57 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს:
ა) 102 400 (ას ორი ათას ოთხასი) ევროს ეკვივალენტი ლარი ანაკლია-განმუხურის განვითარების პროექტის ფარგლებში ბულვარის საპროექტო სამუშაოებისათვის;
ბ) 345 600 (სამას ორმოცდახუთი ათას ექვსასი) ევროს ეკვივალენტი ლარი მდინარე ენგურზე ხიდის მშენებლობის საპროექტო სამუშაოებისათვის;
გ) 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი გეოტექნიკური კვლევებისათვის.
2. მიეცეს უფლება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპროექტო სამუშაოებსა და გეოტექნიკურ კვლევასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსება განახორციელოს ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.”.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური