სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
159
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 159

2010 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 16 თებერვლის № 16/397 წერილი) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტში, N როკითში მდებარე შენობა-ნაგებობა № 2 განაშენიანების ფართობით 266.8 კვ.მ   წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი № 30.06.04.1009);

ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში მდებარე 2134 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი № 30.12.06.998) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართობით 497 კვ.მ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია