ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 132
2010 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის № 101 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის № 101 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 22 იანვრის № 16/113 წერილი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მდებარე 3856კვ.მ მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი № 53.10.39.066) და მასზე განთავსებული № 1 (გაშენების ფართობით 642კვ.მ) და № 2 (გაშენების ფართობით 52კვ.მ) შენობა-ნაგებობების თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური