საქართველოს მთავრობასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
129
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს მთავრობასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 129

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და სს „ ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს „ საქართველოს მთავრობასა და სს „ ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების პროექტი.

2. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია