საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
181
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2022-01-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017800
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 13.01.2022, №10)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 181

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 129-ე მუხლის   მე-2 პუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ სა­ქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­ჯარო სამ­­სა­­ხუ­­რის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) თანდართული დე­ბუ­ლე­­ბა.

2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N338 დად­გენილება (www.matsne.gov.ge, 17/12/2013, 040030000.10.003.017505).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმია­ნობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ სფეროში კანონმდებლობით დადგე­ნილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების, საჯარო სამ­სახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექ­ნი­კუ­რი, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის, თანამ­დებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შესა­ბამისი თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლისა და თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის  მონიტორინგის უზრუნველყოფის, აგრეთვე საქარ­თველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორ­ციელების მიზნით.

2. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონ­სტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საჯა­რო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებ­ლო­ბისა და კორუფციის შესახებ“ და საქართველოს სხვა კანონებით, საქართვე­ლოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სხვა სამართლებ­რივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებას, სტრუქტურასა და საშტა­ტო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორ­ციელებლად, ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალე­ობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.

5. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმ­დინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი, ბლანკი და იური­დიული პირის სხვა ატრიბუტები.

6. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12  იანვრის  დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.

მუხლი 2. ბიუროს ძირითადი ამოცანები

ბიუროს ძირითადი ამოცანებია:

ა) საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუ­შავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;

ბ) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაბა­მისი ნორმატიული აქტების შესრულების შესწავლა და ანალიზი, აღნიშ­ნულის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის მოხსენების, ხოლო საჯა­რო სამსახურის საბჭოსათვის – შესაბამისი დასკვნებისა და წინადადე­ბების წარდგენა;

გ) საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და საჯარო სამსა­ხუ­რის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა;

დ) სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) საკადრო სამსახუ­რე­ბის მუშაობის კოორდინაცია;

ე) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცე­სების, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია და მეთოდური დახმარების გა­წევა;

ვ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგა­ნიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველ­ყო­ფა;

ზ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით, საჯარო სამსა­ხურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზო­გადება და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

თ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექ­ნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენის უზრუნ­ველყ­ოფა;

ი) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგო­მარე­ობის დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღების უზრუნ­ვე­ლყოფა;

კ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებ­რივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება, აღრიცხვა და შენახვა;

ლ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინა­არსის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ლ 1) თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელება;

მ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუ­ძ­ველზე, იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგე­ნა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, რომე­ლთა­თვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა;

ნ) დეკლარირების პროცესის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინა­და­დებების შემუშავება;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორ­ცი­­ელება.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12  იანვრის  დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.

მუხლი 3. ბიუროს ფუნქციები

1. ბიურო, ამ დებულების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული ამოცა­ნების შესრულების მიზნით, ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) შეისწავლის საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექ­ტიანობას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ბ) განსაზღვრავს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტრუქტურე­ბის ტრანსფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი სტრუქტურების შექმნის ან არსებულის გარდასა­ქმ­ნე­ლად;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თანამ­დებობების ადგილისა და როლის შესახებ;

დ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა სისტემაში არსე­ბული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზს და, საჭიროების შემ­თხ­ვე­ვაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზ­ნით;

ე) ორგანიზებას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობას, უზ­რუნ­ველყოფს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრებისათვის შესაბამისი ინ­ფორ­მაციის მიწოდებას;  

ვ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარ­ტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;

ზ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატეს­ტა­ცი­ის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

თ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებულ დონეს, უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიე­ბათა განხორციელებას საჯარო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კვა­ლიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ი) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შე­სა­ხებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და ადმინისტრირებას;

კ) შეიმუშავებს საჯარო მოხელეების ანაზღაურების სისტემის რეფორ­მის სტრატეგიას;

ლ) აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების უფ­ლებებისა და გარანტიების დაცვის, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლობის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

მ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მო­ნა­ცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერ­თიან სახელმწიფოებრივ საინფორმაციო სისტემას;

ნ) შეიმუშავებს საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლინური ნორ­მების პროექტებს;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს საჯარო სამსახურის მართვის ახალი მეთოდებისა და ტექნიკის დანერგვის შესახებ;

პ) აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული  აქტე­ბის შესრულებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის მოხ­სენებას;

ჟ) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, კონკრე­ტულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

რ) ადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარ­აციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციას და უზ­რუნ­ველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსე­ბას;

ს) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუ­ბრკოლებლად მიღებას;

ტ) უზრუნველყოფს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგო­მარეობის დეკლარაციის მიღებას, აღრიცხვას და შენახვას;

უ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარაციის საჯაროობას;

ფ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომა­რეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკო­ლე­ბელ ხელმისაწვდომობას;

ქ) ახორციელებს კონტროლს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­­მარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარ­დგენაზე;

ღ) უზრუნველყოფს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეეს­ტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარ­დ­გენას, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, აგრეთ­ვე, რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქარ­თველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ყ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სა­მართალდარღვევებზე;

შ) ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლა­რაციის მონაცემთა ანალიზს;

შ 1) ახორციელებს თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს;

ჩ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუს­ტე­ბის, ასევე დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ორგა­ნო­ებიდან და თანამდებობის პირისაგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას;

ც) შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახე­ლმწიფოთა გამოცდილებას, ამყარებს კავშირს საერთაშორისო, მათ შო­რის, დონორ ორგანიზაციებთან და თანამშრომლობს მათთან;

ძ) ატარებს კონფერენციებს, სემინარებს, სამეცნიერო შეკრებებს, ბრი­ფინგებსა და პრესკონფერენციებს საჯარო სამსახურის სფეროში აქტუა­ლუ­რი საკითხების განსახილველად;

წ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს საქმიანობის გამჭვი­რვა­ლობისა და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესებში საზო­გა­დოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთობას ამყა­რებს არასამთავრობო სექტორთან და მასმედიასთან;

ჭ) განიხილავს ბიუროში შემოსულ ფიზიკური და იურიდიული პირე­ბის წერილობით განცხადებებსა და მომართვებს საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით;

ხ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ინფორმაციას ბიუ­როს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ჯ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცი­ებს.

2. ბიუროს უფლება აქვს, დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად გან­ხორ­ციელებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი დარ­გის ექსპერტები და სპეციალისტები.

3. ბიურო პასუხს არ აგებს მიღებული თანამდებობის პირთა ქონებ­რივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემთა სისრულესა და ნამდვი­ლო­ბაზე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12  იანვრის  დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.

მუხლი 4. ბიუროს ხელმძღვანელობა

1. ბიუროს უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრე­მიერ-მინისტრი.

2. ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას და წარმოადგენს ბიუროს მესა­მე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) შეიმუშავებს ბიუროს წლიურ სამუშაო გეგმას და წარადგენს საჯარო სამ­სახურის საბჭოზე დასამტკიცებლად;

გ) ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის საბჭოს ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ფინანსურ ანგარიშს;

დ) შეიმუშავებს ბიუროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავ­რო­ბას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს ბიუროს ბიუჯე­ტის პროექტს და დანიშნულებისამებრ წარადგენს დასამტკიცებლად;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშ­ტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, დებს შრომით ხელ­შეკ­რულებებს, ანაწილებს ფუნქციებს ბიუროს თანამშრომლებს შორის;

ზ) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს და ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

თ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამ­შრო­მ­ელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ი) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს თავისი უფლებამოსილების დე­ლეგ­ირებას ბიუროს თანამშრომელზე;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტრაციულ­სამართლებრივ აქტებს;

ლ) შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშ­ნავს საკონკურსო­საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს (გარდა ადგი­ლო­ბ­­რივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო­საატესტაციო კო­მი­სიის თავმჯდომარისა);

მ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე;

ნ) პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდე­ბო­ბიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი ინფორმაციის ბიურო­სათ­ვის წარუდგენლობის შემთხვევის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო და­წესებულების ხელმძღვანელს;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფ­ლე­ბა­მოსილებებს.

3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

4. ბიუროს უფროსის მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს ბიუროს უფროსი.

5. ბიუროს უფროსის არყოფნისას, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოადგილეს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 თებერვლის დადგენილება №114 – ვებგვერდი, 27.02.2019წ.

მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ანალიტიკური დეპარტამენტი;

ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 26.01.2018წ.

მუხლი 6. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება დებულებებით, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბიუროს უფროსი.

2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის;

ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;

დ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

მუხლი 7. ბიუროს დაფინანსება

1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღ­ე­ბუ­ლი შემოსავლები;

დ) გრანტები;                                                      

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლე­ბი.

2. დასახული მიზნების შესასრულებლად ბიურო უფლებამოსილია, განა­ხორციელოს ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლი­ა­ნად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია.

მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №172 – ვებგვერდი, 02.04.2019წ.

მუხლი 9. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. ბიუროს დებულებაში ცვლილების შეტანა

ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორ­ციე­ლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


კრებსითი — სრული ვერსია