საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 423
2010 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
ნ. მიქელაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„ საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „ ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური