იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს შორის გაფორმებული „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ სასესხო ხელშეკრულების (NGRG-P2) ფარგლებში შესყიდვების პროცედურების განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
410
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს შორის გაფორმებული „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ სასესხო ხელშეკრულების (NGRG-P2) ფარგლებში შესყიდვების პროცედურების განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 410

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს შორის გაფორმებული „ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ სასესხო ხელშეკრულების (NGRG-P2) ფარგლებში შესყიდვების პროცედურების განხორციელების თაობაზე

„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №921 განკარგულების მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს შორის გაფორმებული „ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ სასესხო ხელშეკრულების (NGRG-P2) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების დროს გამოიყენოს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები (შესაბამისი წესები და ინსტრუქციები).

პრემიერ-მინისტრი                 ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია