საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 401
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
პ. პეტრიაშვილის „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე
„ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ “ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური