„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5248
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-27
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.002.984
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი ადმინისტრაცია.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5248–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია