სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
255
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016594
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №255

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

      1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მე-10ა კორპუსში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა №32, ფართით – 70.28 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.17.10.002.023.01.032) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირს – იოსებ გრძელიშვილს (პირადი №01012009080).

 2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში.

   3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელწმიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

 პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია