ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 98
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„ ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის № 408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის № 408 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამავე განკარგულების დანართის აბზაცი „ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო;
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტო.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური