„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
361
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 361

201 0 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის № 640 განკარგულებაში ცვლილების ა და დამატებ ების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „რუსეთის ფედერაციის მხრიდან სა­ქარ­თ­ველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარა­ლებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშე­ნებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღო­ნის­ძი­ებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის № 640 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება და დამატებ ები:

1. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„21. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­ქართ ­ ველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ამ გან ­ კარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეულმა ორგა ­ ნი ­ ზაციებმა (ტყითმოსარგებლეები), საქართველოს გარემოს დაც ­ ვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმ ­ წიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მარ ­ თ ­ ვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი ­ დან ამ აქტის ფარგლებში მათზე დამაგრებული ტყეკაფების ათ ­ ვისება (ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვა) უზრუნველყონ 2010 წლის 1 იანვრამდე, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო სა ­ ქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ი სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამ აქტის ფარგლებში მათზე დამაგრებული ტყეკაფების ათვი ­ სება (ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვა) უზრუნველყონ 2010 წლის 1 სექტემბრამდე, კანონმდებლობის შესა ­ ბა ­ მი ­ სად.“ .

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქ­ტები:

„ 41. ნება დაერთოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ამ განკარგულების შესაბამისად , საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულებისათვის – სატყეო დეპარტამენტისათვის გადაუცემელი საშეშე მერქნის სანაცვლოდ ამავე განკარგუ­ლების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს მოსთხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კომპენ­სა­ციის გადახდა.

42. 41 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდე­ნო­ბა 1 მ3 გადაუცემელ საშეშე მერქანზე განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გა­თვალისწინებულ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელ­შეკრულებით. “ .

პრემიერ - მინისტრი             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია