საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 360
201 0 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. „ სახელმწიფო ვალის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების (80 მილიონი ევრო) დადების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური