ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 76
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „ აღმოსავლეთის წყლისათვის“ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული თანხის შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გადაცემის შესახებ
1. „ შპს „ აღმოსავლეთის წყლისათვის“ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის № 808 განკარგულების საფუძველზე ყვარლის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად შპს „ აღმოსავლეთის წყლისათვის“ სსიპ – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს მეშვეობით ჩარიცხული თანხა – 189 000 (ას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი შპს „ აღმოსავლეთის წყალმა“ გადარიცხოს შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშზე, ზემოაღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური