,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №58 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
73
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №58 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 73

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის № 58 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონული განვითა­რებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიო­ნუ­ლი განვითარების სააგენტოსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყო­ფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის № 58 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსების ფარგ­ლებში განსახორციელებელ წყალმომარაგებისა და წყალარი­ნების სამუშაოთა საპროექტო სამუშაოების დაფინანსების მიზ­ნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სა­ქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი საქართ­ველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – წყლით უზრუნველყოფის  რეგიონული განვითარების სააგენტოს შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიი­სათვის“ გადასაცემად.“ ;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ სამუშაოთა სახელმწიფო შესყიდვა განახორციე­ლოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“ .

პრემიერ-მინისტრი                                                                          ნ. გილაური

      

კრებსითი — სრული ვერსია