საჯარო სამართლის იურიუდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
166
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-21
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017785
საჯარო სამართლის იურიუდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 21.03.2014, №2163 საქართველოს კანონი) 

ს აქართველოს მთავრობის

დადგენილება №166

2014 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიუდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწოფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე უფლებამოსილ  ორგანოდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია