ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 57
2010 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს:
ა) 102 400 (ას ორი ათას ოთხასი) ევროს ეკვივალენტი ლარი ანაკლია-განმუხურის განვითარების პროექტის ფარგლებში ბულვარის საპროექტო სამუშაოებისათვის;
ბ) 345 600 (სამას ორმოცდახუთი ათას ექვსასი) ევროს ეკვივალენტი ლარი მდინარე ენგურზე ხიდის მშენებლობის საპროექტო სამუშაოებისათვის;
გ) 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი გეოტექნიკური კვლევებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური