ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 16
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური სერვისების განვითარების და სხვა პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და საინჟინრო პროექტების მომზადებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 2 100 000 (ორი მილიონ ასი ათასი) ლარი.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს შემდეგი დასახელების ორგანიზაციული კოდი – „ 25 05 02 – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური სერვისების განვითარების პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებებისა და საინჟინრო პროექტების მომზადება “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური