სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-28
სარეგისტრაციო კოდი
010210040.10.003.017762
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 28.12.2017, №587)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2014 წლის 13 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებით დამტკიცებული „სა­ხელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების“ მე-8 მუხლის მე‑2 პუნქ­ტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო რწმუ­ნებუ­ლის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამა­ტებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ოქტომბრის №412 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის

ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები


თავი I. ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოე­თხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინის­ტრა­ციის საჯარო მოსამსახურეებს

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოსამსახურეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‘‘ (I, II, III და IV თავები);

ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘;

ვ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება.  ( გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №602 – ვებგვერდი, 28.10.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

 

თავი II. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატი

 

მუხლი 2. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც  და­მატე­ბით მოეთხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპა­რატის საჯარო მოსამსახურეებს

 სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის (შემდგომში –აპარატი) საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირ­ველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მო­ვა­­ლეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართ­ლებ­­რივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება;

დ) ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილება;‘

ე) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსე­ბის მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილება;

ვ) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტო­მატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგე­ნილება;

ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“;

კ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის  დამტკიცების თა­ო­ბაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძა­ნება;

ლ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენ­­დე­რისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

მ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შე­სახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №602 – ვებგვერდი, 28.10.2014წ.

 

მუხლი 3. აპარატის უფროსი

  აპარატის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑2 მუ­ხ­ლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 4. აპარატის უფროსის მოადგილე

აპარატის უფროსის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთ­ხოვ­ნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთ­ხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 5. აპარატის მთავარი სპეციალისტი

აპარატის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

მუხლი 6. აპარატის უფროსი სპეციალისტი

აპარატის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ სა­კვა­ლიფიკაციო მოთხოვ­ნე­ბის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკით­ხე­ბისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 7. აპარატის სპეციალისტი

აპარატის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფი­კა­ციო მოთხოვნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოე­თ­ხოვება:

ა) საშუალო განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

თავი III. ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური

 

მუხლი 8. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამა­ტე­ბით მოეთხოვებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებ­თან ურ­თი­ერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნე­ბის პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამარ­თ­ლებ­რივი აქტების ცოდნა:

 ა) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;

 გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

 ე) (ამოღებულია - 28.10.2014, №602);

 ვ) (ამოღებულია - 28.10.2014, №602).

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №602 – ვებგვერდი, 28.10.2014წ.

 

 მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთი­ერ­­თობის სამსახურის უფროსი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­­­სახუ­რის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხ­ლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურ­თი­ერ­თობის სამსახურის უფროსის მოადგილე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­სახუ­რის უფროსის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნე­ბის მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

მუხლი 11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურ­თი­ერ­თობის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 12. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთი­ერ­თობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­­სახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 13. ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოებთან ურ­თი­ერთობის სამსახურის  სპეციალისტი

 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­სა­ხურის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) საშუალო განათლება;

 ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

თავი IV. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური

 

მუხლი 14. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც და­მა­ტე­ბით მოეთხოვებათ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამ­სა­ხურის საჯარო მოსამსახურეებს

  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის საჯარო მოსამ­სახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთ­ვ­­ლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომ­დი­­ნარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

 ა) (ამოღებულია - 28.10.2014, №602);

 ბ) საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;

 გ) საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შე­სახებ“;

 დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ვ) „საქართველოს რეგიონალური განვითარების 2010-2017 წწ. სახელმ­წიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონალური განვი­თა­რების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება;

ზ) „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დე­ბულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილება;

 თ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმ­წიფო სტრატეგიის 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2023 გან­კარგულება;

 ი) საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიე­რე­ბის აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“;

 კ) „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახე­ლმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს №2-129 ბრძანება;

ლ) „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკი­ცე­ბის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №602 – ვებგვერდი, 28.10.2014წ.

 

მუხლი 15. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი

 რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს, გარ­და ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გათვალისწი­ნებული სა­­­კით­ხებისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

 გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 16. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფ­როსის მოადგილე

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მო­ად­გი­ლეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გათ­ვა­ლის­წინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

 ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 17. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთა­ვარი სპეციალისტი

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარ სპე­ცი­ა­­ლისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გა­თ­ვა­ლის­წინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

 ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 18. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფ­როსი სპეციალისტი

 რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს სპე­ცია­ლისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გა­თ­ვა­ლის­წინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

 ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

მუხლი 19. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპე­ციალისტი

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპეციალისტს, გარ­და ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გათვალის­წინე­ბუ­ლი საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

თავი V. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

 

მუხლი 20. (ამოღებულია)  ( გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №602 – ვებგვერდი, 28.10.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.


კრებსითი — სრული ვერსია