,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-18
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016157
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №4

2014 წლის 5 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკ­ვიდ­რეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკ­ვიდრეობის დაცვის სააგენტოს დებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 154, 25/11/2010, სარე­გისტ­რაციო კოდი: 040030000.32.057.016003) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის 1-ლ  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) სარესტავრაციო განყოფილება;“.

ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეისწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლებს, განსაზღვრავს მათ ისტორიულ, მეც­ნიერულ და მხატვრულ ღირებულებებს.“;

გ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 

„5. სარესტავრაციო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ატარებს კულტურული ფასეულობების სარესტავრაციო სამუშაოებს ხელ­შეკ­რულების საფუძველზე;

ბ) აწარმოებს კულტურული ფასეულობების რესტავრაციის მსვლელობის პროცესში სრულ ფოტო და ტექსტურ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს რესტავრაციის შემდეგ კულ­ტუ­რული ფასეულობის განთავსების ოპტიმალურ პირობებს;

გ) უზრუნველყოფს აჭარაში არსებული მუზეუმებისათვის პრევენციული კონსერ­ვაციის რეკომენდაციების შემუშავებას მუზეუმებში დაცულ ექსპონატებზე (გარემო პი­რო­ბების კონტროლი) შესაძლო ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;

დ) ახორციელებს სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში დაცული ექსპო­ნა­ტების მდგომარეობის რეგულარულ კონტროლს, იკვლევს მათზე გარემო პირობების ზემოქმედებას, ადგენს მოხსენებით ბარათებს არსებული მდგომარეობის შესახებ და საჭი­როების შემთხვევაში ახდენს რესტავრაციას;

ე) ხელს უწყობს რესტავრაციის სფეროში ახალი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას;

ვ) უზრუნველყოფს რესტავრაციის სფეროში თანამედროვე სამეცნიერო წყაროების მოპოვებასა და ბიბლიოთეკის შექმნას;

ზ) თანამშრომლობს რესტავრაციის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან;

თ) მონაწილეობს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რესტავრაციის სფეროში პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია