„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2014-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-14
სარეგისტრაციო კოდი
220010070.11.004.016023
„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №2

2014 წლის 14 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია