|
„საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სასისტემათშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 15 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე და შპს „ენერგოტრანსის“ 2014 წლის 6 თებერვლის №76 წერილის გათვალისწინებით, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 15 ივნისის №55 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ელექტროენერგიის სასისტემო და სასიტემათშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას დაემატოს შემდეგი ელექტროგადამცემი ხაზები: ეგხ „ვარძია“ - სისტემათშორისი ტრანზიტი/სასისტემო; ეგხ „ზეკარი“ - სისტემათშორისი ტრანზიტი/სასისტემო; ეგხ „მესხეთი“ - სისტემათშორისი ტრანზიტი. |
2.
პირველი პუნქტის შესაბამისად დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. |
|
დანართი 1
|
ელექტროენერგიის სასისტემო და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების ჩამონათვალი
|
|