„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
134
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-11
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017753
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2014  წლის 7 თებერვალი

   ქ.თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­­ბის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგე­ნი­ლე­ბით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„14. თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინ­ციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთ­ხვე­ვა­­ში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემ­თხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის  ორმაგი ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია