|
მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილება) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილება) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილება) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 მაისის ბრძანება № 762 - ვებგვერდი, 19.05.2015წ. |
მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილება) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა |
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილება) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება - აუცილებელია ზოგადი მუშაობის სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სასურველია, საერთაშორისო სამართლის, მიგრაციის ან/და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით; გ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoi№t- კარგი ცოდნა; დ) სასურველია ინგლისური ან/და რუსული ან/და არაბული ენის კარგი ცოდნა; 3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილება) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანება; ე) კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ (1951); ვ) ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის 31 იანვრის ოქმი; ზ),,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 1 აპრილის №718 ბრძანება.
|
დანართი №2
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
|
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: _________________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:__________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________
|
დანართი №3
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: _______________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: _________________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი: ____________________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):________________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________
|
დანართი №4
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
|
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________
|