საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 165
2014 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ –კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის № 497 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑7 მუხლის მე‑2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად , სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საწვავი ყოველთვიურად – 1500 ლიტრი;
ბ) საკომუნიკაციო ხარჯი ყოველთვიურად – 1000 ლარი.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი