სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
160
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016567
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №160

 2014 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემისშესახებ

1. „ადგილობრივითვითმმართველიერთეულისქონებისშესახებ”საქართველოსკანონისმე-6მუხლისა და ,,ადგილობრივითვითმმართველიერთეულისათვისგადასაცემიძირითადი (გაუსხვისებელი) ქონებისსახეობათანუსხისდამტკიცებისშესახებ”საქართველოსმთავრობის 2013წლის11დეკემბრის№330დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 17 იანვრის №5/1563) გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბერბუკში მდებარე შენობა-ნაგებობის – საერთო ფართით 316.78 კვ.მ და მასზე დამაგრებული 1951 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.54.17.091) გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

    პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია