საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 155
2014 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა , 2014 წლის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი