ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ხელშესაწყობად განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
145
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016554
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ხელშესაწყობად განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 145

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ხელშესაწყობად განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (შემდგომში ‑ ინფორმაცია) ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ხელშესაწყობად განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ .

2. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის სამშენებლო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის, მარაბდიდან კარწახის მიმართულებით თურქეთის საზღვრამდე, სამშენებლო დერეფანში მოქცეული კერძო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა სუბიექტმა მომსახურების ღირებულების ფარგლებში პროექტისთვის საჭირო, ინფორმაციაში ასახული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისას უნდა უზრუნველყოს , მიწის ღირებულების გარდა , 2009 წლის მიწის გამოსყიდვისა და კომპენსაციის სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული მოსავლის დაანგარიშების წესების შესაბამისად, კარტოფილის 1 წლის მოსავლის ღირებულების გათვალისწინება და ასახვა გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების ინდივიდუალურ საკომპენსაციო შეთავაზებებსა და ნასყიდობის ხელშეკრულებებში, მიუხედავად იმისა , არის თუ არა მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის დროს ნაკვეთზე დათესილი კარტოფილი და/ან არსებობს თუ არა ასაღები მოსავალი, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, ამჟამად შეუძლებელია კარტოფილის მოსავლის არსებობისა და ოდენობის დადგენა. 

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია