„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1979-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-19
სარეგისტრაციო კოდი
010190040.05.001.017326
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201)   31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზება

ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიურო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 თებერვალი 2014 წ.

N1979-IIს

კრებსითი — სრული ვერსია