|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ, 30/01/2009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანდართული დებულება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინდობილი აქვს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“; გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“; ე) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების განხორციელება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|