საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27-30, მუხ. 575) 53 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა (საშუალებებისა)) ფლობისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4200–რს