„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4199
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-03
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.510
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის უფლების მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები, მიიღოს ზომები სამართალდარღვევათა აღსაკვეთად; მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვა; აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს სატრანსპორტო საშუალება;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4199–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია