ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
584
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 584

2005 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

„ მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე , ყაზბეგისა და დუშე­თის რაიონების მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველ­ყოფის მიზნით:

1. ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისათვის მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმით მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ღირებულების ასანაზღაურებლად „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 661 175 (ექვსას სამოცდაერთი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარი, ხოლო ამავე მიზნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ “ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 34 500 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარი.

2. მიმდინარე წელს სს „ დუშეთგაზისათვის “ სს „ იტერა-საქართველოს “ მიერ ამ მიზნით მოწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურებაში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად საქართველოს ენერ­გეტიკის სამინისტრომ „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით მისთვის გათვა­ლისწინებული საერთო ასიგნებე­ბიდან გამოყოს 139 868 (ას ოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცდარვა) ლარი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინა­დადებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარ­გლებ­ში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები ენერგე­ტი­კის სამინისტროს ბიუჯეტში.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსი­შვილმა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.

პრემიერ-მინისტრი                                                                              ზ. ნოღაიდელი

      

კრებსითი — სრული ვერსია