საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
573
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 573

2005 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

„ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 73 800 (სამოცდაცა­მეტი ათას რვაასი) ლარი, მათ შორის:

1. №1 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამო­ეყოს 13 600 (ცამეტი ათას ექვსასი) ლარი.

2. №2 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 13 000 (ცამეტი ათასი) ლარი.

3. №3 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამი­ნისტროს გამოეყოს  14 200 (თოთხმეტი ათას ორასი) ლარი.

4. №4 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 9 600 (ცხრა ათას ექვსასი) ლარი.

5. №5 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 15 600 (თხუთმეტი ათას ექვსასი) ლარი.

6. №6 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს  6 000 (ექვსი ათასი) ლარი.

7.  №7  დანართით  გათვალისწინებულ  პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.

8. №8 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ზ. ნოღაიდელი

* ქვეყნდება დანართების გარეშე.     

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია