ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 502
2005 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
გ. გოდაბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად , „ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი