ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 485
2005 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
გ. გოდაბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად , ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ , ,,მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ “ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი