საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
451
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 451

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

„ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 135 200 (ას ოცდათხუთმეტი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

1. №1 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარი.

2. №2 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 23 400 (ოცდასამი ათას ოთხასი) ლარი.

3. №3 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 28 800 (ოცდარვა ათას რვაასი) ლარი.

4. №4 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 18 400 (თვრამეტი ათას ოთხასი) ლარი.

5. №5 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 25 200 (ოცდახუთი ათას ორასი) ლარი.

6. №6 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 7 600 (შვიდი ათას ექვსასი) ლარი.

7. №7 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარი.

8. №8 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

9. №9 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარი.

10. №10 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.

11. №11 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

* ქვეყნდება დანართების გარეშე.

კრებსითი — სრული ვერსია