საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1132
2013 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი საქართველოს მთავრობას და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი