„კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის N299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
13/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-04
სარეგისტრაციო კოდი
220010000.18.011.016117
„კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის N299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №13/04

2014 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის №299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის №299 ბრძანებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) რეპო გარიგების ფარგლებში უზრუნველყოფილია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ ოპერაციებში გირავნობის საგნის სახით გამოყენებადი აქტივებით, არაუმეტეს ამ აქტივების დაგირავების შემთხვევაში  ეროვნული ბანკისგან მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია