საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1120
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1120

2013 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 2 523 324.0 (ორი მილიონ ხუთას ოცდასამი ათას სამას ოცდაოთხი) ლარი, მათ შორის:

ა) სოფელ სართიჭალაში შიდა გზების მოასფალტებისათვის – 643 323.0 (ექვსას ორმოცდასამი ათას სამას ოცდასამი) ლარი;

ბ) ქ. გარდაბანში ბორდიურების მოწყობისა და შიდა გზების მოასფალტების მიზნით – 501 380.0 ( ხუთას ერთი ათას სამას ოთხმოცი) ლარი;

გ) სოფელ გამარჯვებაში შიდა გზების მოასფალტების მიზნით – 458 032.0 (ოთხას ორმოცდათვრამეტი ათას ოცდათორმეტი) ლარი;

დ) სოფელ ლემშვენიერაში შიდა გზების მოასფალტების მიზნით – 400 589.0 (ოთხასი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრა) ლარი;

ე) სოფელ კრწანისში შიდა გზების მოასფალტების მიზნით – 260 000.0 (ორას სამოცი ათასი) ლარი;

ვ) სოფელ კუმისში შიდა გზების მოასფალტების მიზნით – 120 000.0 (ას ოცი ათასი) ლარი;

ზ) სოფელ თელეთში შიდა გზების მოასფალტების მიზნით – 100 000.0 (ასი ათასი) ლარი;

თ) სოფელ ფოლადაანთკარში ხიდისა და ბოგირის მოწყობის მიზნით – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია