სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში განაცხადის წარმომდგენ პირთათვის შეფასების კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადების წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
133
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016544
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში განაცხადის წარმომდგენ პირთათვის შეფასების კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადების წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 133

2014  წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში განაცხადის წარმომდგენ პირთათვის შეფასების კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადების წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დად­გენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშე­ნე­ბ­ლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეს ­ წავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გა ­ მო ­ ხატვ აში განაცხადის წარმომდგენ პირებს განესაზღვროთ დამატებითი ვადა (არაუგვიანეს 2014 წლის 15 თებერვლისა) შეფასების კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადების წარმოდგენის მიზნით.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ენერგე­ტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს განაცხადის წარმომდგენ პირთა­თ­ვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნა და კანონმდებ­ლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია